საბინა ჩუდიჩი - საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვა ვერ შეძლო - ორგანიზაციის პრინციპები და წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვა ვერ შეძლო, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საბინა ჩუდიჩმა საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, საქართველოს შესახებ ჩვენი ანგარიშები კვლავ იმავე ტემპით გრძელდება. ნებისმიერი ქვეყნის პროგრესისა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების ანალიზის ერთ-ერთი მთავარი გზა ამ ორგანიზაციის ძირითად ორგანოებთან მისი თანამშრომლობის გაანალიზებაა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვა ვერ შეძლო. სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცე სწრაფად ვიწროვდება. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ლიდერებსა და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმები უნდა დასრულდეს“, - განაცხადა საბინა ჩუდიჩმა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ გამოხატულ ნებისმიერ შეშფოთებასა თუ კრიტიკას ხელისუფლება უგულებელყოფს.

„საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მიუღებელია ქართველ ხალხს თითის ქნევით ლექციები წაუკითხონ. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რაც ჩვენ, როგორც მომხსენებლებს, გასულ წელს საქართველოში ვიზიტისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გვითხრა, კერძოდ ის, რომ აუცილებლად აღასრულებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩვენ კვლავ მზად ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა სხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალასთან ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი დიალოგი ეფუძნება იმ საერთო გაგებას, რომ ევროპის საბჭოს წევრობა არის პრივილეგია, რომელსაც თან უფლებები და ვალდებულებები ახლავს. ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები, ასევე მისი წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს! ჩვენი პრინციპები უნდა დავიცვათ და მოვითხოვოთ, რომ მათი განხორციელება დიალოგის გზით მოხდეს“, - აღნიშნა ჩუდიჩმა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება