ერიკ-ნილს კროსი - არაფერი შესრულდა, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა - საქართველო უარს ამბობს ვალდებულებაზე, რომ ასამბლეაში დელეგაცია გამოგზავნოს, ითხოვს, პირობები გავაუქმოთ, რომელიც უფლებამოსილების რატიფიცირებისთვის დავაწესეთ, შანტაჟს ცდილობს

ელენე ხოშტარია და საქართველოს რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ერიკ-ნილს კროსმა საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მათი გათავისუფლება წინაპირობა უნდა იყოს საქართველოსთან ნებისმიერი სახის ევროპული თანამშრომლობის, დიალოგისა და ჩართულობისთვის“, - განაცხადა ერიკ-ნილს კროსმა.

მისი თქმით, ასამბლეამ 2024 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს შესახებ ხუთი რეზოლუცია მიიღო, დღეს მეექვსეს განიხილავს, თუმცა საქართველოს მოწოდებები არ გაუთვალისწინებია.

„დღეს განვიხილავთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას. თუმცა ამ რეზოლუციის სათაური დემოკრატიული ინსტიტუტების უფუნქციობა უნდა იყოს. ჩვენ მოვითხოვდით, რომ გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“, გაიწვიონ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, გაუქმდეს ე.წ. კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“, ჩატარდეს ნამდვილი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, შეწყდეს საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინება, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, არ აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები და ბოლოს, აღდგეს სრული თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან. აქედან არაფერი შესრულდა. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. საქართველო უარს ამბობს თავის ვალდებულებაზე, რომ ამ ასამბლეაში დელეგაცია გამოგზავნოს. ის ითხოვს, რომ ის პირობები გავაუქმოთ, რომელიც უფლებამოსილების რატიფიცირებისთვის დავაწესეთ. რეალურად, ასამბლეის შანტაჟს ცდილობს და ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ“, - აღნიშნა ერიკ-ნილს კროსმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე