„გახარია საქართველოსთვის“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი კუთხით გამოიყენა საკუთარი ქმედებების გასამართლებლად - ბრალი დაედო ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, გახარიასთვის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში სტრასბურგის სასამართლოს 20 ივნისის გადაწყვეტილებაზეც არის საუბარი.

პარტია PACE-ის რეზოლუციიდან ციტირებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი კუთხით, საკუთარი ქმედებების გასამართლებლად გამოიყენა.

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ (სტრასბურგის) სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი კუთხით გამოიყენა საკუთარი ქმედებების გასამართლებლად - ბრალი დაედო ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, გახარიასთვის, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო“, - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ რეზოლუციის ციტატაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს