ელენე ხოშტარია - მეცინება, როცა „ქოცებს“ ჰგონიათ, არმკურნალობით, რამეს დამაკლებენ - არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ - ეს კარგად დაიმახსოვრეთ!

არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ. უკიდურესად მშვიდად და მტკიცედ ვარ. თქვენ იდარდეთ. ვერ მომერევით, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, მისთვის სასაცილოა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ არ მკურნალობითა და ძალაუფლების ილუზიის შექმნით, მას რაიმეს დააკლებენ.

„მეცინება, როცა „ქოცებს“ ჰგონიათ, არ მკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით, რომ ძალაუფლება აქვთ, რამეს დამაკლებენ.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ - არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ. უკიდურესად მშვიდად და მტკიცედ ვარ. თქვენ იდარდეთ. ვერ მომერევით, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!“- წერს ელენე ხოშტარია.

მანამდე, პარტია „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმის დაშვების საკითხზე პენიტენციური სამსახურის მხრიდან პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს