სემ რაშვორთი - რეზოლუციის მთავარი პარაგრაფია: „საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“ - ეს სიტუაციის სიმძიმეს აღწერს

გაერთიანებულმა სამეფომ ორ მსხვილ პროსამთავრობო მაუწყებელს სანქციები დაუწესა - სირცხვილია, რომ დღეს, როდესაც ჩვენ აქ ვსხედვართ, ისინი დერეფანში იმყოფებიან, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სემ რაშფორთმა საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვფიქრობ, ამ რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი პარაგრაფია, რომ „საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“. ეს სიტუაციის სიმძიმეს აღწერს, რომლის წინაშეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დგანან. ჩვენ მკაცრად უნდა დავგმოთ პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციული სასჯელები ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ. წელიწად-ნახევარი საარჩევნო პოსტერზე „რუსული ოცნების“ დაწერისთვის. როგორი განსხვავებული არ უნდა იყოს სხვადასხვა ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები, აშკარაა, რომ ეს სასჯელი არაპროპორციულია. ეს ანგარიში ძლიერია, მაგრამ მჯერა, რომ არასრულყოფილია ისეთი სახელების გარეშე, როგორიც მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და პაატა მანჯგალაძეა“, - განაცხადა სემ რაშფორთმა.

მისი თქმით, ღრმა შეშფოთება არსებობს სახელმწიფო მედიასთან დაკავშირებით.

„გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელებისთვის ორ მსხვილ პროსამთავრობო მაუწყებელს სანქციები დაუწესა. ვფიქრობ, სირცხვილია, რომ დღეს, როდესაც ჩვენ აქ ვსხედვართ, ისინი დერეფანში იმყოფებიან“, - აღნიშნა რაშფორთმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე