ლაურა კასტელი - მიუღებელია, პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ, როცა უნდა იყვნენ პარლამენტსა და საჯარო დებატებში, ამავდროულად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა უფრო მეტად ღელავს მთავრობის დადანაშაულებაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი ინსტიტუტებშია

ესპანელი დეპუტატი, ლაურა კასტელი ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტისა და საპარლამენტო მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

პარალელურად, ის აცხადებს, რომ მიუღებელია, პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ, მაშინ, როდესაც ისინი უნდა იყვნენ პარლამენტსა და დებატებში.

კასტელი ყველა მხარეს მყოფ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, უკეთ იმოქმედონ, ვიდრე ახლა მოქმედებენ.

“სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი მედიის და საზოგადოების თავისუფლად მოქმედების უფლება ზეწოლის ქვეშაა [საქართველოში]. მიუღებელია, რომ პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ, მაშინ, როდესაც ისინი უნდა იყვნენ პარლამენტსა და საჯარო დებატებში.

ამავდროულად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა უფრო მეტად ღელავს მთავრობის დადანაშაულებაზე ყველაფრისთვის, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი ინსტიტუტებშია, რომლებშიც შეუძლიათ და უნდა იმუშაონ. პარლამენტის ბოიკოტს აზრი არ აქვს და საქართველოს მოქალაქეებსა და საზოგადოებას არ ეხმარება. როგორც გაერთიანებულ ევროპულ მემარცხენე ძალებს, გვსურს ყველა მხარეს პოლიტიკოსებს მოვუწოდოთ, რომ უკეთ იმოქმედონ, ვიდრე ახლა მოქმედებენ. ეს მოიცავს მთავრობაზე ზეწოლას, რომ თავისი კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებებზე ევროპული კონვენციის ფარგლებში ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს”, - განაცხადა ლაურა კასეტლმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე