ბერდია სიჭინავა - 20 ივნისის საქმეზე “ოცნების” პროპაგანდა სრულად ჩამოინგრა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ ხელისუფლებამ სტრასბურგის გადაწყვეტილება არასწორი კუთხით გამოიყენა საკუთარი ქმედების გასამართლებლად - ბრალი დაედო გახარიასთვის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განმარტებები არასწორად გამოყენებულად შეაფასა.

სიჭინავას თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების გარშემო მმართველი გუნდის მიერ გავრცელებული ნარატივი, რომლის მიხედვითაც ეს გადაწყვეტილება გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართული, საფუძველს მოკლებულია.

„20 ივნისის საქმეზე “ოცნების” პროპაგანდა სრულად ჩამოინგრა, რასაც თვეებია თხაპნიან, თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება რაიმე ფორმით გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული.

თავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, იმ ორგანიზაციის, რომლის მინისტრთა კომიტეტიც ზედამხედველობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, თქვა, რომ “სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ (სტრასბურგის) სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი კუთხით გამოიყენა საკუთარი ქმედების გასამართლებლად - ბრალი დაედო ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის - გახარიასთვის, რომელიც ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო“,- წერს ბერდია სიჭინავა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს