ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც კარაკასში შენობები ჩამოინგრა

ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც კარაკასში შენობები ჩამოინგრა

ვენესუელაში, ერთ წუთზე ნაკლები დროის ინტერვალით, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იარაკუის შტატში, სან ფელიპეში იყო. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მსხვერპლისა და ზარალის მასშტაბის შესახებ ცნობები, ამ დროისთვის, გაურკვეველია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, მიწისძვრამ მსხვერპლი და დიდი ზარალი გამოიწვია. კერძოდ, მათი შეფასებით, 44%-იანი ალბათობით, დაღუპულთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, 30%-იანი ალბათობით კი - 100 000-ზე მეტი.

რყევები იგრძნობოდა კარაკასში, სადაც შენობები ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდა. ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.