„გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“ – ლიბერთის კამპანია მცირე და მიკრო ბიზნესისთვის

ლიბერთის კამპანია მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით - „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“, ბევრი მეწარმისთვის საკუთარი საქმიანობის ზრდისა და განვითარების შესაძლებლობად იქცა. კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე და პოტენციურ კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მათზე მორგებული პირობებით მიიღონ დაფინანსება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და უფრო ეფექტიანად განაგრძნონ ოპერირება მიკრო და მცირე ბიზნესის სექტორში. მიკრო და მცირე ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, ხოლო გაზაფხული ამ სექტორისთვის ტრადიციულად ყველაზე დატვირთული. ბოლო წლებში ლიბერთი აქტიურად აძლიერებს პოზიციებს მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულებით და დღეს უკვე ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება. უფრო დეტალურად, რას სთავაზობდა ლიბერთი კლიენტებს აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში“ ისაუბრა მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხათუნა ჭელიძემ:

ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ერთი-ერთი ყველაზე აქტიური სეზონი ფაქტობრივად დასრულდა. როგორი გარემო იყო დაკრედიტებისთვის, რა მოლოდინები გქონდათ და რამდენად კმაყოფილი ხართ მიღებული შედეგებით?

ზოგადად, მიკრო და მცირე ბიზნესი, ძალიან სენსიტიურია გარემო ფაქტორების მიმართ. შესაბამისად, მცირედი რყევებიც კი მათთვის ამინდს ცვლის. თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, სწრაფად ვრეაგირებთ ყველა ცვლილებაზე და ყოველთვის ვართ იქ, სადაც ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებია. გაზაფხული, აგრო და ბიზნესის თითქმის ყველა მიმართულებისთვის, ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სეზონად ითვლება, როცა ფინანსური რესურსების მობილიზებაა საჭირო.

ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნეს მიმართულების მთავარი საგაზაფხულო მესიჯი იყო, „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. რა გზავნილის მიტანა გსურდათ ამით თქვენს მომხმარებლამდე და როგორ შეაფასებდით კამპანიის შედეგებს?

უკვე რამდენიმე წელია, ვაწარმოებთ კამპანიას „გაზარდე შენი ბიზნესი“. ეს ახალი მესიჯი ერთგვარი გაგრძელებაა წინა კამპანიის - „გაზარდე საქმე რომელიც გიყვარს“. საბედნიეროდ, ბევრი ასეთი მომხმარებელი გვყავს, რომელიც საქმეს სიყვარულით აკეთებს და ისინი, ლიბერთისთან ერთად, ძალიან კარგ შედეგებს აღწევენ.

კამპანიის ფარგლებში, ლიბერთიმ, ათასობით მეწარმეს მისცა ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.

ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით, ლიბერთი ბაზარზე რამდენიმე წელია რაც აქტიურად შემოვიდა. მიუხედავად ამისა, დღეს, მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულებით, ბაზრის მთავარ მოთამაშედ ითვლებით. რა იყო მთავარი გამოწვევა და რამ განაპირობა წარმატება?

2020 წლის დასაწყისიდან, ლიბერთი ბანკმა გადაწყვიტა, აქტიურად შესულიყო ბიზნეს დაკრედიტების ბაზარზე და მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაისახა. პირველი, რაც გავაკეთეთ იყო ძლიერი გუნდის ფორმირება, რომელიც აგებული იქნებოდა პროფესიონალიზმზე. ამ დავალებას ძალიან კარგად გავართვით თავი. დღეს, გუნდში შვიდასამდე თანამშრომელია და მთავარი ღირებულება, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ადამიანური ურთიერთობებია.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო პროცესების ოპტიმიზაცია. აქტივობა დავიწყეთ, მხარდაჭერის დეპარტამენტებთან აქტიური და კონსტრუქციული კომუნიკაციით და დღეს, უკვე ბაზრის ლიდერებს ვუწევთ კონკურენციას მომსახურების ხარისხსა და სისწრაფეში. მიკრო, არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემა, ლიბერთის ფილიალში შესაძლებელია, განაცხადის შევსებიდან, მინიმუმ ერთ და მაქსიმუმ 24 საათში.

ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან და „აწარმოე საქართველოსთან“, ვმონაწილეობთ ყველა პროექტში, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ძალიან მოქნილი და ხელმისაწვდომი პირობებით ისარგებლონ.

მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ საბანკო პროდუქტებშიც. მიკრო და მცირე სეგმენტში, ჩვენს მომხმარებელს შეგვიძლია შევთავაზოთ, ყველა საკრედიტო, მათ შორის, სადაზღვევო პროდუქტები. ვთანამშრომლობთ ყველა სადაზღვევო კომპანიასთან და მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ, რომელი მათგანის მომსახურების მიღება სურთ.

დღეს, ჩვენ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ძლიერი, სტაბილური და პროფესიონალი კადრით დაკომპლექტებული გუნდის მიერ შექმნილი ხარისხიანი პორტფელით, თამამად ვუწევთ კონკურენციას ბაზრის ლიდერებს, რომლებიც ბევრად დიდი ხანია ოპერირებენ ბიზნეს დაკრედიტების ბაზარზე.

ლიბერთი და ბაზის ბანკი - რას ნიშნავს თქვენთვის ეს ტრანზაქცია?

ეს ტრანზაქცია, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფინანსური და საბანკო სექტორისთვის. ვფიქრობთ, რომ ბაზის ბანკის გუნდთან შეერთება კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს, როგორც ჯანსაღი კონკურენციის, ასევე სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, რაც პოზიტიურად აისახება უშუალოდ მომხმარებლებზე.

და ბოლოს, გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.

ჩვენი მთავარი მესიჯი და კამპანია 2026 წელს დარჩება უცვლელი - „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. ზაფხულის პერიოდში სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება დასვენების, სარემონტო სამუშაოების, ნივთების შეძენისა თუ სწავლის დაფინანსების მიზნით. მთავარია, მომხმარებელს ჰქონდეს შემოსავლები ბიზნესიდან ან აგრო მეურნეობიდან და ჩვენ უმოკლეს დროში შეგვიძლია დავუკმაყოფილოთ მას ეს სამომხმარებლო მოთხოვნები.

მთავარი სტრატეგია კი, 2026 წელს არის სტაბილურად მზარდი ბაზრის წილის შენარჩუნება და მორიგი საფეხურის გადალახვა, უკვე ბაზის ბანკთან ერთად. გვაქვს კონკრეტული მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ. მომხმარებლებს კი ვპირდებით გაუმჯობესებულ მომსახურებას და ყველა ტიპის საბანკო პროდუქტს, ბაზარზე საუკეთესო პირობებით.

(R)

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება