შალვა პაპუაშვილი - თუკი ელენე ხოშტარიას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფო უფასოდ აწვდის მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, ისევე, როგორც ამას აკეთებს ყველა მსჯავრდადებულის მიმართ

თუკი ელენე ხოშტარიას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფო უფასოდ აწვდის მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც მას სჭირდება, ისევე, როგორც ამას აკეთებს ყველა მსჯავრდადებულის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფოს ყველა მსჯავრდადებულისთვის ერთნაირი მიდგომები აქვს და ელენე ხოშტარია გამონაკლისი არ არის.

ელენე ხოშტარიასთვის, ისევე, როგორც სხვა მსჯავრდადებულისთვის, ერთის მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია სათანადო პირობები და მეორეს მხრივ, თუკი ვინმეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, აქვს სათანადო, უფასო სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება ისევე, როგორც სხვა მსჯავრდადებულებს, ასე რომ ელენე ხოშტარიას მიმართ რაიმე სხვა სახის მიდგომები არ არის.

თუკი მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფო უფასოდ აწვდის მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც მას სჭირდება, ისევე, როგორც ამას აკეთებს ყველა მსჯავრდადებულის მიმართ”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე