ნიკა გვარამია - ჯობია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან არ გავიდეს და დანარჩენი უკვე მათი გადასაწყვეტია - „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსს ვერ გააჩერებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსს ვერ გააჩერებს, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ჯობია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციური ალიანსიდან“ არ გავიდეს.

„ჯობია, რომ საერთოდ არ გავიდეს და დანარჩენი უკვე მისი გადასაწყვეტია. ჩვენ ეს ხელს არ გვიშლის, ვმუშაობთ. მუშაობაში ხელის შეშლა შეიძლება მხოლოდ შეფერხებით და ციხეში გაშვებით, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსს ვერ გააჩერებს“, - განაცხადა გვარამიამ.

ასევე, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, რა პოზიცია აქვს ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე, როდესაც მან „ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის ღალატში დაადანაშაულა“.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნანუკას ნათქვამზე კომენტარს, მითუმეტეს არ გავაკეთებ. ჩვენ შეგვიძლია ვიკომუნიციროთ არასატელევიზიო ეკრანებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა პატიმრობაში მყოფ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„ელენეს უფრო მძიმე დაავადება აქვს ვიდრე საუბარი მიმდინარეობს. ახლა გაირკვა ეს, სამწუხაროდ, შეუშვან ექიმი და მერე ილაპარაკონ ექიმებმა სამედიცინო ენაზე“, - განაცხადა გვარამიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა