მარკო რუბიო - ირანთან შეთანხმების მიღწევა გვსურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად

ირანთან შეთანხმების მიღწევა გვსურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბაჰრეინში, სპარსეთის ყურის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს რეალური შეთანხმების მიღწევა სურს, რომელიც შესრულდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც მოლაპარაკებების პროცესში ან ამის შემდეგ მივაღწევთ, დაცული იყოს“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის და მასში გავლისთვის გადასახადების დაწესებას აშშ არ მიიღებს.

„პირველ რიგში, ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო წყლებს წარმოადგენს. საერთაშორისო საზღვაო მარშრუტები კი არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. თუ იმას დავუშვებთ, რომ საერთაშორისო საზღვაო მარშრუტების გამოყენებისთვის გადასახადების დაწესება შესაძლებელია, მაშინ სამყარო ქაოსში ჩაეშვება. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, რომ საერთაშორისო საზღვაო მარშრუტების გამოყენებისთვის გადასახადი დააწესოს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა