საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქპატენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.

„მემორანდუმი ერთობლივ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული განვითარების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებას ითვალისწინებს. მათ შორის, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ორგანიზებას ინტელექტუალური საკუთრების აქტუალურ საკითხებზე. შეთანხმება ასევე მოიცავს ღონისძიებებს ადვოკატების, პატენტრწმუნებულებისა და სხვა დაინტერესებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის გაძლიერებას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და დარგის თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტიან რეაგირებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა