ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები და მათი ოჯახების წევრები განცხადებას ავრცელებენ

ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილოდ წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა უცენზურო და შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ ონკოპაციენტი ბავშვების მშობლებისა და მათი ოჯახების წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქმე ეხება იუმორისტული შინაარსის ვიდეოს, რომლითაც, ონკოპაციენტების მშობლების აზრით, მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებები შეურაცხმყოფლად არის წარმოჩენილი.

განცხადების ავტორები გადაცემაში მონაწილე პირებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ

„მიუხედავად ჩვენი შვილების უმძიმესი დაავადებებისა და პირადი ტრაგედიებისა, იუმორი არ დაგვიკარგავს და ჩვენც გვეცინება ხარისხიან ხუმრობებზე, მდაბიო იუმორს გვერდს ვუვლით, თუმცა მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილოდ წარმოჩენა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ვგმობთ მსგავს დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს ჩვენი შვილების და თითოეული ონკოპაციენტის მიმართ და გადაცემის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის: Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს, ნიკა შევარდნაძეს და მათ კოლეგებს ვთხოვთ, გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ნინი მთვარაძე

მარიამ მითაიშვილი

თამუნა ჩახმახაშვილი

ნინო ელბაქიძე

სოფო ელოშვილი

თაკო თეზელაშვილი

ირმა გოგოლაძე

ირმა შენგელია

ინგა იაკობაძე

მეგი წაქაძე

ელზა ფარცვანია

ნათია ხიზამბარელი

ნანიკო ტორონჯაძე

დარეჯან სურმანიძე

ლია მესხიძე

ლალი ნარუშვილი

ანნა სააკაძე

ლელა ლომიძე

მევლუდი ჭულუხაძე

რუსუდან გიორგაძე

ნანა კუბლაშვილი

ბელა შუბითიძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა