ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან პირველი ტრანში გამოყო

ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან პირველი ტრანში გამოყო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გდანსკში, უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხზე კონფერენციის გახსნისას გამოაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში 3.2 მილიარდ ევროს მოიცავს და თანხა დრონების წარმოებას მოხმარდება.

„დღეს სესხის პირველ ტრანშს გამოვყოფთ. მოხარული ვარ, რომ დღეს ამის შესახებ ვაცხადებ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში უკრაინისთვის თანხების გამოყოფა 6 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტიდანაც დაიწყება, რომელიც დრონების წარმოებისთვის იქნება განკუთვნილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა