ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი ოპერაციები რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმებსა და ომის გაჭიანურებაზე თანმიმდევრული და ზუსტი პასუხია - ეს ომი უნდა დასრულდეს

ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი ოპერაციები რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმებსა და ომის გაჭიანურებაზე თანმიმდევრული და ზუსტი პასუხია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„გასულ ღამეს, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა კრასნოდარის მხარეში მდებარე „პოლტავსკაიას“ ნავთობბაზაზე დარტყმა განახორციელეს. სამიზნე ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს. დღეს დილით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უფაში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, „ბაშნეფტ-უფანეფტეხიმსა“ და „ბაშნეფტ-ნოვოილს“ დაარტყა. ეს კი ფრონტის ხაზიდან 1500 კილომეტრის დაშორებითაა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გეგმას ახორციელებს.

„რუსები რეალურ დიპლომატიაზე უნდა ფიქრობდნენ და არა იმაზე, თუ როგორ გააცურონ სხვები და დრო მოიგონ. ეს ომი უნდა დასრულდეს“, - აცხადებს ზელენსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე