პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები იცვლება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები იცვლება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებით, საგამოძიებო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის (ნაცვლად 21 წლის) და არა უმეტეს 40 წლის (ნაცვლად 35 წლის) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც კანონით და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

გარდა ამისა, წესდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი თანამდებობრივი კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, უმცროსი და საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 60 წლით, ხოლო უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის − 65 წლით.

ასევე, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება სამსახურის ვადის გაგრძელება ზღვრულ ასაკს ზევით არაუმეტეს 5 წლის ვადით.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა