პაატა სალია - სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ ახერხებს ელენე ხოშტარიასთან შესვლას - მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის - საბედნიეროდ, ის დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა

სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ ახერხებს ელენე ხოშტარიასთან შესვლას - მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, პენიტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის ასლი და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვერ მიაწოდეს, რის გამოც ექიმი ვერ შედიოდა.

მინისტრის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და ახლაც გამოხატავს მზადყოფნას, როგორც კი, მიწოდებული იქნება ეს დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას.

„პირველივე დღიდან, როდესაც ელენე ხოშტარიას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, მას მიეწოდებოდა სრული სპექტრი სამედიცინო მომსახურებისა, რაც სჭირდებოდა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო საზოგადოება, ამაზე ისაუბრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმაც. თუმცა, ყოველ ჯერზე არის მცდელობა სპეკულაციებისა; ყოველ ჯერზე გვიწევს, რომ პასუხი გავცეთ და არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ დასაბუთებულად, რომ ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. სპეკულაციაა, რომ ექიმი ვერ ახერხებს შესვლას. იცით, რატომ ვერ ახერხებს ექიმი შესვლას? იმიტომ, რომ ვერ მიაწოდეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექიმის პირადობის მოწმობის და შესაბამის სამედიცინო სფეროში ექიმის სპეციალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ეს არის ყველაფერი და მერე მეტყვით, რომ ეს არ არის სპეკულაცია? ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოხატავდა და ახლაც გამოხატავს მზადყოფნას, როგორც კი მიწოდებული იქნება ეს დოკუმენტაცია, ექიმი შეძლებს შესვლას და მოინახულებს ელენე ხოშტარიას.

არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებიდან მოყვანილი ექიმის ან რომელიმე მსჯავრდებულის ან ბრალდებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, იყო აუცილებლობა მისი კერძო კლინიკაში გადაყვანისა და ეს არ მომხდარა. ანალოგიურად, ხოშტარიასაც გაეწია ყველა ეს მომსახურება. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ იმ ექიმის მოყვანაზე, ვის შესახებაც მან ინფორმაცია მოგვაწოდა; უბრალოდ, ვერ მოხდა მათი მხრიდან დოკუმენტების მოწოდება. მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ დაავადებებზე, ეს არის პერსონალური ინფორმაცია, მაგრამ, საბედნიეროდ, ის დიაგნოზი, რაზეც მას ეჭვი ჰქონდა, გამოირიცხა.

ახლა მიმდინარეობს დამატებითი შემოწმებები და რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამჟამად არ არის, როგორც ჩვენ ვიცით სამედიცინო პერსონალისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოიტანონ შესაბამისი დოკუმენტაცია, შებრძანდეს ექიმი და შემდგომ უკვე გვეცოდინება, რა მდგომარეობაა იმ კონკრეტული მიმართულებით, იმ კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებით, რის გამოც მოითხოვა ელენე ხოშტარიამ ამ კონკრეტული ექიმის ვიზიტი ციხეში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე