ლევან მახაშვილი - ევროსაბჭოს რეზოლუცია არის სააკაშვილის მეგობრების ხმაური და მეტი არაფერი - უხეში ბრალდებებით და ტყუილებით გაჟღერებული დოკუმენტია და ხმაური, რომელიც დაგვებედა, რომ წელიწადში ორჯერ-სამჯერ უნდა გაიაროს ქვეყანამ

ეს რეზოლუცია არის სააკაშვილის მეგობრების ხმაური და მეტი არაფერი, - ასე შეაფასა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა PACE-ს რეზოლუცია.

მისი თქმით, არაფერი საინტერესო, ახალი და ისეთი, რაზეც შეიძლება, რომ ადამიანი დაფიქრდეს ამ რეზოლუციაში, არ არის.

„ეს რეზოლუცია არის სააკაშვილის მეგობრების ხმაური და მეტი არაფერი. იგივე ქსეროასლით კიდევ ერთხელ გადაღებული ბრალდებები. ამიტომ ვამბობთ, რომ არაფერი საინტერესო, ახალი და ისეთი, რაზეც შეიძლება, რომ ადამიანი დაფიქრდეს, ამ რეზოლუციაში არ არის. ეს არის პირდაპირ უხეში ბრალდებებით და ტყუილებით გაჟღერებული დოკუმენტი და ხმაური, რომელიც დაგვაბედა, რომ წელიწადში ორჯერ-სამჯერ ეს ხმაური უნდა გაიაროს და გადაიაროს ქვეყანამ. მაგრამ ამით არაფერი არ იცვლება, ქვეყანა აგრძელებს თავის განვითარებას, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის თქმით, ისინი მზად არიან პრობლემებზე კონსტრუქციულად ისაუბრონ სამართლიანობის ნიადაგზე.

„საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც არჩევნებზე ჩავიდა მათთან და არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, არალეგიტიმური უწოდა მათ და სახელმწიფო ინსტიტუტებს. საქართველო არ არის, რომელიც მათთან, ოპოზიციურ რადიკალურ პარტიებს, რადიკალიზაციის პროცესებს, მოლოტოვის კოქტეილის სროლას და მათი პარლამენტების დაწვას აფინანსებს.

რა გაჯიუტებაზეა საუბარი? ერთადერთი, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს არის ის, რომ იცავს ქვეყანას ამ ტიპის ძალიან მავნე საგარეო ჩარევებისგან. მათი ინტერესია, რომ ეს საგარეო ჩარევები გაგრძელდეს, რათა მათთვის სასურველი ხელისუფლება მოვიდეს ძალაუფლებაში. ამიტომ, გასაგებია, რომ საქართველოს უკან დასახევი გზა არა აქვს, იმიტომ რომ საქართველო არავის არ უტევს, საქართველო იცავს თავის თავს და იცავს ქვეყანას და საზოგადოებას.

ჩვენ, ამის მიუხედავად, მზად ვართ, თუ რეალურად პრობლემები აინტერესებთ და არა პრობლემებისგან გაქცევა ან თემის შეცვლა, პრობლემებზე დავსხდეთ და კონსტრუქციულად ვისაუბროთ სამართლიანობის ნიადაგზე. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, მათ შორის ამ ადამიანებთან, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იყვნენ ამ პრობლემების წყარო”, - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. ასევე, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივა მიუღებელია“.

რეზოლუციის პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შევიწროება, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე