ბერდია სიჭინავა - PACE-ს მიერ მიღებული რეზოლუცია ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საერთაშორისო პოლიტიკური შეფასებაა, რომელიც ღიად ადასტურებს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის დევნას

გუშინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, PACE-ს მიერ მიღებული რეზოლუცია ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საერთაშორისო პოლიტიკური შეფასებაა, რომელიც ღიად ადასტურებს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული მედიის დევნას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ოცნების“ მზაობას, შეასრულოს ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებები, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ასეთი საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, კიდევ უფრო ამძიმებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდგომარეობას.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, 20 ივნისის საქმეზე სრულად ჩამოშალა პროპაგანდა, რომლითაც „ოცნება“ ცდილობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება გიორგი გახარიას წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში სამართლებრივ არგუმენტად გაესაღებინა, თითქოს სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, იმ ორგანიზაციის, რომლის მინისტრთა კომიტეტიც ზედამხედველობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი კუთხით გამოიყენა საკუთარი ქმედების გასამართლებლად, ბრალი დაედო ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის - გახარიასთვის, რომელიც ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო“.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პირდაპირ მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ არა ევროპული კონვენციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის, არამედ პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნის გასამართლებლად გამოიყენა.

ყველა ასეთი საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, კიდევ უფრო ამძიმებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის იმ ადამიანების პერსონალურ პასუხისმგებლობას, რომელთაც „ოცნება“ ამ უკანონო/დანაშაულებრივ პროცესებში ინსტრუმენტად იყენებს.“- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. ასევე, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივა მიუღებელია“.

რეზოლუციის პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შევიწროება, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე