Travelfy-მ და Around the World-მა სეზონის გახსნის ღონისძიება გამართეს

ტურისტულმა კომპანია Travelfy-მ და Around the World-მა სეზონი გახსნეს გრანდიოზული ღონისძიებით, რომლის მთავარი მხარდამჭერიც Dreamland Oasis იყო, ღონიძიების მხარდაჭერი იყო ასევე Hotsale.ge-ც.

გრანდიოზული ღონისძიება, 5-7 ივნისს, Dreamland Oasis-ში გაიმართა და დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და შთამბეჭდავი შოუ პროგრამებით, რაც დამსვენებლებისთვის ზაფხულის სეზონის დაუვიწყარ დასაწყისად იქცა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ Pool Party-ში, სადაც მათ მუსიკალურ განწყობაზე DJ-ები, მოცეკვავეები და ანიმატორები ზრუნავდნენ. საღამოებს კი განსაკუთრებული ელფერი შესძინა ბენდების ცოცხალმა შესრულებამ და დახვეწილმა სასმელმა. ღონისძიებათა სერია კი დღის ბოლოს დინამიკური წვეულებით გრძელდებოდა.

დასვენების სეზონის გახსნის ორგანიზატორმა კომპანიებმა პარტნიორებთან ერთად სტუმრებს განსაკუთრებული სიურპრიზები მოუმზადეს. ჩატარდა არაერთი საინტერესო შეჯიბრი და სახალისო გათამაშება, რომელთა გამარჯვებულებიც სწორედ პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის, Hotsale.ge-მ დაასაჩუქრა.

ღონისძიების ნამდვილი კულმინაცია კი იყო „დოლურას" პრინციპით ჩატარებული გათამაშება, რომლის იღბლიან გამარჯვებულს Travelfy-მ და Around the World-მა გადასცა მთავარი პრიზი - 2-კაციანი საგზური პარიზში. დღის დასასრულს კი პარტნიორებმა გაჭრეს სადღესასწაულო ტორტი, რასაც ფეიერვერკების შთამბეჭდავი შოუ მოჰყვა.

ღონისძიების წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პარტნიორთა გუნდმა. პროექტს მხარს უჭერდნენ: Dreamland Oasis Chakvi, Hotsale.ge, Vortex fitness, თავადური მუშტაიდი ვერანდა, თავადური, SHAVDIA, Kotesi, Caru, Nail Sunny, Nomio, Blue Drop, Winiveria, Friends’ Wine, Creative Cloud, Boutique Hotel Tuta, Tuta, Alubali და Event by Megi Nizharadze.

ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს დამსვენებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, დასამახსოვრებელი და პოზიტიური ემოციების შეთავაზებას. Travelfy-სა და Around the World-ის ერთობლივი სეზონის გახსნა ოფიციალურად შედგა და ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე გახსნილია.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა