ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში უამრავი ტყუილია - ასეთ დოკუმენტებს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში უამრავი ტყუილია - ასეთ დოკუმენტებს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუცია თავისი შინაარსით პოლიტიკურად მიკერძოებულია.

ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ „სამარცხვინო დოკუმენტზე“, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დამტკიცდა.

„ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. იცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე როგორც ევროპარლამენტში. ეს ყველაფერი აისახება ხოლმე შესაბამის დოკუმენტებზე. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ რეზოლუციის ტექსტი და ნახავთ, რომ არის უამრავი ტყუილი, უზუსტობა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია თავისი შინაარსით ეს დოკუმენტი. არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისთვის. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ასეთი დოკუმენტების შეფასება, კარგად იცის, რა დგას ამ ყველაფრის უკან, შესაბამისად, ამ დოკუმენტებს არავითარი ფასი არ აქვს.

რაც შეეხება ოპოზიციის როლს - ჩვენ ვიცით, რა არის მათი როლი. ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით. ეს არის ჩვეულებრივ უცხოური აგენტურა. ეს ეხება პარტიებს, ე.წ. ენჯეოებს. ისინი ჩასული იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს აჩვენებს მათ ბუნებას. ისინი პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დამტკიცდა,“ - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ „ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშში „ქართული ოცნება“ დე-ფაქტო ხელისუფლებად არის მოხსენიებული“ და განაცხადა, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ღიმილისმომგვრელია.

მისივე თქმით, ზოგადად, ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება.

„ეს უკვე ღიმილისმომგვრელია. ორი წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და როდესაც ასეთ დროს კონკრეტული ადამიანი ასეთი ტერმინებით საუბრობს, ეს არის, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს გამოხატავს. რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული ევროპარლამენტარი და ვერც რამდენიმე ევროპარლამენტარი ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. ზოგადად, ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება. შეიძლება ევროპარლამენტარებს ეწყინოთ ქართველი ხალხის ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა სცენ ასეთ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე