ლევან მახაშვილი - ელენე ხოშტარიას გათავისუფლება არის მისსავე ხელში! - თუ იგი აღიარებს დანაშაულს, სახელმწიფოს აქვს დაფიქსირებული თავისი პოზიცია, რომ იმავე წამს გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და ის იქნება თავისუფალი

ელენე ხოშტარიას გათავისუფლება არის მისსავე ხელში! - თუ იგი აღიარებს დანაშაულს, სახელმწიფოს აქვს დაფიქსირებული თავისი პოზიცია, რომ იმავე წამს გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და ის იქნება თავისუფალი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთია ფაქტი და მეორეა „პოლიტიკური მანიპულაცია და ხმაური, რომელსაც ადვოკატები და სხვა პირები ამ თემის ირგვლივ ქმნიან“.

ელენე ხოშტარიას გათავისუფლება არის მისსავე ხელშია - თუ იგი აღიარებს დანაშაულს, სახელმწიფოს აქვს დაფიქსირებული თავისი პოზიცია, რომ იმავე წამს გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და ის იქნება თავისუფალი. მან უარი თქვა გირაოზე. არავის არ უხარია და არავის სურვილი არ არის, რომ ვინმე ციხეში ჩასვას. მათივე გადასაწყვეტია ეს თემა. როდესაც არღვევ კანონს, რა თქმა უნდა, შენ ამით პირდაპირ, შეგნებულად უპირისპირდები კანონს და ლოგიკურია უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულებაც აღსრულდება.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მასთან ერთად 12 000 სხვა პატიმარიც არის, ყველა მათგანს ეწევა სათანადო სამედიცინო მომსახურება. არ არსებობს სამედიცინო სერვისი, რისი გაწევის შესაძლებლობაც საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს, რადგან ნებისმიერი საჭიროება, რომელიც შეიძლება ვინმეს დაუდგეს სამედიცინო თვალსაზრისით, დაკმაყოფილებული იქნება. მაგრამ, მეორე მხრივ, რაც ხდება ხოლმე, არის უბრალოდ პოლიტიკური მიზნებისთვის ამ თემით შეგნებულად აპელირება და მანიპულაცია. ამას ვხედავდით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. გვახსოვს, ამ თემით დღემდე მანიპულირებენ - ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს რეზოლუციაშიც მუდმივად ცდილობდნენ ამის ჩადებას.

ამიტომ, მოდი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ რეალობა, ფაქტები და მანიპულაციები. ფაქტებს რაც შეეხება - სრულიად მის ხელშია საპატიმროში ყოფნა-არყოფნა. მეორე ფაქტი - სრული სერვისი, სამედიცინო მომსახურება გაეწევა მას, თუ ამისი საჭიროება არის და მიმდინარე საჭიროებები რაც არის, ესეც არის სრულად დაკმაყოფილებული. ახლა იმის იქით პოლიტიკურ მანიპულაციებს, მათ შორის, სამწუხაროდ, ადვოკატების მხრიდან, ეს მხოლოდ პოლიტიკური ხმაურია”, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე