Reuters - ევროკავშირის საბჭომ აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭომ აშშ-სთან დადებული სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული სატარიფო ვალდებულებების განხორციელებისთვის საჭირო ორი მარეგულირებელი დოკუმენტი დაამტკიცა, რის შედეგადაც, შეთანხმების მისაღებად საჭირო საკანონმდებლო პროცედურები დასრულდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროპარლამენტმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების მარეგულირებელი კანონმდებლობა 440 ხმით 151-ის წინააღმდეგ 16 ივნისს მიიღო.

კანონმდებლობა ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა.

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის 2025 წლის ივლისში, შოტლანდიაში მიღწეული სავაჭრო შეთანხმება ევროპაში აშშ-დან იმპორტირებულ სამრეწველო საქონლის უმეტესობაზე ტარიფებს აუქმებს, ხოლო ევროკავშირიდან აშშ-ში ექსპორტზე გატანილ საქონელზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს.

ევროკავშირის მიერ მიღებული კანონმდებლობა ძალაში 2029 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება, ხოლო ექვსი თვით ადრე ევროკომისია შეთანხმების შედეგებს შეაფასებს და მისი ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ასევე, შეთანხმება „დამცავ მექანიზმებს“ მოიცავს, რომელიც მისი პირობების შეცვლას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ პირობებს დაარღვევს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა