ირაკლი კობახიძე - აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც გამოდიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მოლდოვაში და პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მზად არიან, ხვალვე დათმონ საკუთარი სუვერენიტეტი

ოპოზიციურ პარტიებად წოდებული აგენტურა მზად არის, ხელი მოაწეროს საქართველოს სუვერენიტეტის თუნდაც ფორმალურად დათმობაზე იმიტომ, რომ ეს არის აგენტურის ხვედრი, ეს არის აგენტურის მენტალიტეტი და იგივე მენტალიტეტით მოქმედებს აგენტურა მოლდოვაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია ქვეყნის პირველი პირების დამოკიდებულება, რომლებიც „მზად არიან, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი დათმონ“.

„ეს მინიმუმ აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც გამოდიან ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მოლდოვაში და პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მზად არიან, ხვალვე დათმონ საკუთარი სუვერენიტეტი, ეს არის მინიმუმ გაუგებარი. ზოგადად, ეს აჩვენებს აგენტურის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

თქვენ იცით, იგივე დამოკიდებულება აქვს ქართულ აგენტურას საქართველოში, ე.წ. ოპოზიციას, ოპოზიციებად წოდებულ პარტიებს, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა. ამ აგენტურასაც იგივე დამოკიდებულება აქვს, ისინი ნებისმიერ დროს მზად არიან, ხელი მოაწერონ საქართველოს სუვერენიტეტის თუნდაც ფორმალურად დათმობაზე იმიტომ, რომ ეს არის აგენტურის ხვედრი, ეს არის აგენტურის მენტალიტეტი და იგივე მენტალიტეტით მოქმედებს აგენტურა მოლდოვაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„სინამდვილეში, ეს დაპირისპირება ძალიან პირობითია იმიტომ, რომ მთლიანობაში, ეს არის ერთიანი ძალა, რასაც უცხოური აგენტურა ჰქვია. მე მათ ოპოზიციას ვერ ვუწოდებდი,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ისინი უცხოური აგენტურის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის“.

„ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა. ამ დაპირისპირებებს აქვს ერთადერთი პერსონალური მიზეზი-ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც აგენტურის წარმომადგენლები ერთმანეთს უპირისპირდებიან. დანარჩენი, ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენ ამაზე ვიქნებით მომავალშიც კონცენტრირებული“,-განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე