პრემიერი - ქვეყნის გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება

ქვეყნის გარედან ჩვენ ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამმართველოს უმთავრესი ფუნქციაა, რომ საქართველოში არ დაუშვას ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამმართველოს საქმიანობა. ქვეყნის გარედან ჩვენ ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება. სამმართველოს უმთავრესი ფუნქცია არის სწორედ ეს, რომ საქართველოში არ დაუშვას ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა. ეს არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა. რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი, თან არის აბსოლუტურად უარყოფითი მოვლენა და რაც შეგვიძლია აღვკვეთოთ, იმას სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, - აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა