დავით ონოფრიშვილი აზერბაიჯანის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი ეთერ პაპიაშვილი მონაწილეობენ აზერბაიჯანის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმში Azerbaijan International Insurance Forum (AIIF 2026), რომელიც 24-25 ივნისს ბაქოში მიმდინარეობს.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, ფორუმი აერთიანებს სადაზღვევო სექტორის, საზედამხედველო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს, სადაც განიხილება სადაზღვევო ბაზრის განვითარების, გადაზღვევის, საპენსიო სისტემების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის, საბანკო დაზღვევისა (Bancassurance) და სადაზღვევო ბროკერობის თანამედროვე ტენდენციები.

ცალკე სესია დაეთმო განათლების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს დაზღვევის სფეროში.

„საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს საპენსიო სისტემებისადმი მიძღვნილი სესია, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი საერთაშორისო გამოცდილება და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკული მიდგომები ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე საპენსიო რეფორმის შემდგომ განვითარებასა და საზედამხედველო პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწას.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა გამართა შეხვედრა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ვუსალ გურბანოვთან და აზერბაიჯანის დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელთან აბას მისკარლისთან. ასევე გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნა გამოცდილების გაზიარების, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები.

ფორუმს ასევე ესწრებიან საქართველოს სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაძლიერებას, გადაზღვევის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებასა და ქართული სადაზღვევო სექტორის ინტეგრაციას საერთაშორისო ბაზრებთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა