ირაკლი კობახიძე - ახალი პლატფორმა მოსახლეობას ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს, რაც შეამცირებს, განსაკუთრებულად, შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ პლატფორმის სწორად მუშაობას

ახალი პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს შეამცირებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პლატფორმის სწორად მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივაც, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც ბუნებრივია, შეამცირებს განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს და შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ პლატფორმის სწორად მუშაობას.

მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პლატფორმის შექმნაში,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა