YouTube არხი „ოქტოპუსი“ - ჩვენ გადაცემაში გაჟღერებული ხუმრობა არანაირად არ ისახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცინვას - გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიში მოვუხადოთ

YouTube არხი „ოქტოპუსი“ იუმორისტული შინაარსის ვიდეოს შესახებ განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ „შავი ხუმრობა“ არანაირად არ ისახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცინვას. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიშს უხდიან.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი გადაცემა „გაცოცხლებულიდან" გაჟღერებულ ხუმრობას, სადაც იუმორისტულ თემებს აგზავნის მაყურებელი და ჩვენ იმპროვიზებულად ვხუმრობთ. თემაზე „ზღაპრები რომ ცუდად მთავრდებოდეს“ ჩვენმა ერთ-ერთმა მონაწილემ გამოგონილ პერსონაჟ „რაპუნცელზე“ იხუმრა, რომ მას თმა ლეიკემიის გამო არ აქვს, რაც იყო „შავი ხუმრობა“, რომელიც არანაირად არ ისახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცინვას, თუმცა, გვესმის რომ ეს ხუმრობა ადამიანებისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო მტკივნეული და გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიში მოვუხადოთ. ონკოპაციენტები ჩვენც გვყოლია ოჯახში, სანათესაოშიც და ჩვენთვისაც ეს თემა სენსიტიურია, უბრალოდ ვცადეთ იუმორით შეგვეხედა ამ ყველაფრისთვის და სხვა განზრახვა მიზნად არ გვქონია.

აქვე განვმარტავთ, რომ არცერთი ჩვენი სპონსორი და წარმდგენი შინაარსობრივ მხარეში მონაწილეობას არ იღებს და პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს „ოქტოპუსის“ გუნდი, რადგან ჩვენ სარედაქციო დამოუკიდებლობა გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს მეგობრებო.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“ და გია აბაშიძეს, თუ ბოდიშს არ მოიხდიან იმ ცილისწამებისთვის, რომელსაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, რომ თითქოს ეს ხუმრობა მიმართული იყო ლეიკემიანი ბავშვების დაცინვისკენ, მაშინ სხვა გზა არ დაგვრჩება გარდა იმისა, რომ მათ სასამართლოში ვუჩივლოთ. ეს ცილისწამებაც ბოლო დღეებში აგორებული „შავი პიარის“ ნაწილია, რაც განზრახ ისახავს ჩვენთვის რეპუტაციული ზიანის მოყენებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე