მარკო რუბიოს განცხადებით, ალასკაზე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ალასკაზე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა.

„ალასკაზე შეთანხმება არ ყოფილა. წინადადება გაკეთდა, მაგრამ იქ შეთანხმება არასდროს ყოფილა“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

ასევე, მარკო რუბიომ ბაჰრეინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად კონსტრუქციული როლი შეასრულოს.

„ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციული როლი შევასრულოთ მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან მისაყვანად და ომის დასასრულებლად. ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი უკვე წელიწად-ნახევარია ცდილობს“, - აღნიშნა რუბიომ.

რუბიოს თქმით, ეს სისხლიანი ომია, სადაც 20-25 000 ჯარისკაცი კვდება ყოველ თვე, 5 000 - კვირაში, მათი უმეტესობა რუსები. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ომი დამასუსტებელია ევროპისთვის და განსაკუთრებით უკრაინისთვის, მაგრამ სულ უფრო მზარდად რუსეთისთვის.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა