შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიებში, თურმე, რა ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიებში - აღმოჩნდა, რომ თურმე, რა ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სიძულვილი და სიძულვილის წახალისება, რომელიც დღეს პროევროპულობის სიმბოლოდ იქცა, სინამდვილეში არის ერების დაქვემდებარების ინსტრუმენტი.

"ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ სამმართველოს ამოქმედებიდან სულ რაღაც ორ კვირაში, რადიკალურად შეიცვალა სიძულვილის გამოხატულება სოციალურ მედიებში და აღმოჩნდა, რომ თურმე, რა ადვილი ყოფილა ამ პრობლემის გადაწყვეტა, თურმე როგორ გვახვევდნენ თავს გამოხატვის თავისუფლების სახელით სინამდვილეში დაპირისპირების და საზოგადოების გავლენის ქვეშ მოქცევის ინსტრუმენტს.

სიძულვილი და სიძულვილის წახალისება, რომელიც დღეს პროევროპულობის სიმბოლოდ იქცა, სინამდვილეში არის ერების დაქვემდებარების ინსტრუმენტი, ვინაიდან, ის პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ ძველ რომში მოქმედებდა, ეს პრინციპი მოქმედებს დღესაც - "დაყავი და იბატონე". ასე გვყოფდნენ, რომ ებატონათ ჩვენზე და გამოერეცხათ ტვინები ადამიანებისთვის და დაემორჩილებინათ მათი გენერალური ხაზისთვის, ვინაიდან, სიძულვილის ენის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ადამიანების დათრგუნვა, ბულინგი, რომ მათ საკუთარი აზრი არ გამოეხატათ, მათ შორის, სოციალურ მედიაში, ამ ბულინგის შედეგად. ეს მოგვიტანა ამ პროევროპულმა მიდგომებმა, ვითომ, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა