მედია - ენდი ბერნჰემი დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერად შესაძლოა 17 ივლისს დასახელდეს

ენდი ბერნჰემი დიდი ბრიტანეთის “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერად შესაძლოა 17 ივლისს დასახელდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, “ლეიბორისტული პარტიის” ეროვნულმა აღმასრულებელმა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ ლონდონში შეხვედრა გამართა.

კერძოდ, კომიტეტი, რომელშიც პარლამენტის წევრები, პროფკავშირების და რეგიონული ფილიალების წარმომადგენლები შედიან, შეიკრიბა, რათა შეთანხმებულიყო “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერობის კანდიდატის არჩევის ვადებზე კირ სტარმერის ჩასანაცვლებლად.

არსებული ინფორმაციით, ისინი შეთანხმდნენ, რომ თუ ლიდერის პოზიციაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება ნომინირებული, მისი ვინაობა 17 ივლისს სპეციალურ კონფერენციაზე გამოცხადდება. ვინაიდან ბერნჰემი ერთადერთი რეალისტური კანდიდატია, რომელსაც კენჭისყრისთვის მხარდაჭერა აქვს, სავარაუდოდ, ამ თარიღში პარტიის ლიდერად ის იქნება დანიშნული.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა