ექიმი აცხადებს, რომ ძლიერი ტკივილების გამო ელენე ხოშტარიას სრულფასოვანი კვლევა ვერ ჩაუტარდა და აუცილებელია მულტიპროფილურ კლინიკაში გაგრძელდეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ექიმის განცხადებით, ძლიერი ტკივილების გამო, პოლიტიკოსს სრულფასოვანი კვლევა ვერ ჩაუტარდა.

მედიკოსი მიიჩნევს, რომ ყველა შესაძლო რისკის გამოსარიცხად აუცილებელია პაციენტის კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში გაგრძელდეს, რადგან წინასწარი დიაგნოსტიკის გარეშე მკურნალობის დაწყება შეუძლებელია.

ექიმმა მაკა იოსელიანმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა მას შემდეგ, რაც რუსთავის ქალთა ციხეში ხოშტარია მოინახულა.

„მოვინახულე პაციენტი, მანამდე, როგორც შევძელი გავეცანი წინ არსებულ მოვლენებსა და ანამნეზს, რომელიც დაწყებულია, სავარაუდოდ, 2024 წლიდან.

პაციენტის გასინჯვის შედეგად რამდენიმე სახსრის დაზიანება გამოვლინდა როგორც პერიფერიული, ისე ცენტრალური, საუბარია წვრილ სახსრებზე, ფალანგებზე, მუხლებზე, მენჯ-ბარძაყებზე, რომელთა ნაწილის გასინჯვა ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილის გამო, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს ამის მცდელობა ჰქონდა.

რადიოლოგიურ კვლევას გავეცანი, რომელიც 2026 წლის აპრილის თვეში არის ჩატარებული, იქ ვლინდება რევმატული დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, არის სახსრის გავა-თეძოს სახსარი, რომლის ანთებაც არის აღწერილი.

არის ძლიერი ტკივილი, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, ხელჯოხს ხმარობს, უჭირს, თუმცა ასრულებს გარკვეულ მოძრაობებს თვითმომსახურების ფარგლებში. ამ მონაცემების მიხედვით, რევმატულ პათოლოგიაზე საუბარი არის ანთებით სახსროვან პათოლოგიაზე, რომელიც სავარაუდოდ პროგრესირებს, რადგან 2024 წელს მხოლოდ პერიფერიული სახსრები იყო. 2024 წელს თურქი ექიმების მიერ დაისვა დიაგნოზი რეაქტიული ართრიტი, ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია.

თუმცა ამით, ეს პრობლემა არ მთავრდება. 2024 წელს დაფიქსირებულია ჰემოლიზური ანემიის არსებობა, თურქეთის რესპუბლიკაში.

ამავე პერიოდში საუბარი იყო გარკვეულ ინფექციებზეც, რომლებზეც მკურნალობა ჩაუტარდა. გარკვეულ პერიოდში 2024 წელს საუბარი არის, ფილტვის დაზიანებაზეც, რომლის სრული ვერიფიცირებაც ვერ მოხდა.

ეს ყველაფერი გამოკვლევების ჩატარებას აუცილებელს ხდის, მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე სპეციალისტის კონსულტაცია მოხდეს და უამრავი კვლევა ჩატარდეს, ასევე განისაზღვროს თუ რა როლი აქვს აუტო იმუნური ჰემოლიზური ანემია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში, ეს საფრთხე მხოლოდ ჰორმონის მაღალი დოზის გამოყენების შემდეგ მოიხსნა.

პაციენტის გასინჯვა ძნელი იყო, მიუხედავად მისი მონდომებისა. ეს გაძნელება ჰქონდა ტკივილის გამო. პაციენტს სამედიცინო მაგიდაზე გასინჯვისთვის დაწოლა გაუძნელდა. ვერ გავსინჯეთ ტკივილის გამო - გავა-თეძოს სახსარი, ვერ შეფასდა ვერც მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობა.

ვფიქრობ, რომ კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, რადგან გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, გაითვალოს ყველა რისკი.

არცერთი ქვეყნის ექიმი გამოკვლევას არ და ვერ დაიწყებს, სანამ სრულად კვლევა არ ჩატარდება“,- განაცხადა ექიმმა რევმატოლოგმა მაკა იოსელიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა