ირაკლი კობახიძე - საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა, ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა საქართველომ მსოფლიო საზღვაო რუკაზე ადგილი უფრო მყარად დაიმკვიდროს

საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი, გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემას ქმნიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ეს დღე ბევრად მეტია, ვიდრე პროფესიული დღესასწაული.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს. მეზღვაურის საერთაშორისო დღე ბევრად მეტია, ვიდრე პროფესიული დღესასწაული. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადოთ ქართველ მეზღვაურებს გაწეული შრომისთვის, შევაჯამოთ არსებული მიღწევები და ერთობლივად დავსახოთ სამომავლო გეგმები. საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი - გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემას ქმნიან.

ამ მიზნის მიღწევაში საკვანძო როლი ეკისრება განათლებას. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში საზღვაო განათლების გაძლიერებასა და მოდერნიზაციას 30 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. სასწავლო გარემოს თანამედროვე სტანდარტებით განახლება არის პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ახალგაზრდებში - იმ თაობაში, რომელმაც საქართველოს საზღვაო მომავალი უნდა შექმნას და ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ფლოტში კიდევ უფრო ღირსეულად წარმოაჩინოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველო 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით ამაყობს.

„მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში, ყველაზე მოკრძალებული შეფასებითაც კი, მილიარდ ლარამდეა. ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო მეტ წინსვლას მივაღწიოთ და საქართველომ მსოფლიო საზღვაო რუკაზე ადგილი უფრო მყარად დაიმკვიდროს.

გულითადად გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. წარმატებებს და მშვიდობიან ნაოსნობას გისურვებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე