მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურებს - საქართველო იბრუნებს ისტორიულ როლს და იმკვიდრებს თავს, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონული სავაჭრო-სატრანზიტო დერეფანი, ლოგისტიკური ჰაბი და მშვიდობის პლატფორმა - თქვენ ხართ ქვეყნის ცოცხალი ელჩები მსოფლიო წყლებში

ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველები ყოველთვის იყვნენ გლობალური ნავიგაციის ნაწილი, რადგან ჯერ კიდევ კოლხური ცივილიზაციის დროიდან იწყება მაღალი გამავლობის გემებისა და საქართველოს ტერიტორიაზე სავაჭრო დერეფნების ისტორია.

„დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს და იმკვიდრებს თავს, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონული სავაჭრო-სატრანზიტო დერეფანი, ლოგისტიკური ჰაბი და მშვიდობის პლატფორმა. ამ პროცესში თქვენი როლი კიდევ უფრო ფასდაუდებელი ხდება - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ცოცხალი ელჩები მსოფლიო წყლებში, ადამიანები, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელი, დროშა და ღირსება გაგაქვთ", - მიმართა შეკრებილ მეზღვაურებს მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების დამსწრე და შორეულ ნაოსნობაში მყოფ მეზღვაურებს და აღნიშნა, რომ მათი პროფესიონალიზმი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედია.

დღევანდელ ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეზღვაურების ფიცის დადების ცერემონიაც გაიმართა.

ღონისძიებას მიხეილ ყაველაშვილთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა