Bloomberg - აშშ-მა წვრთნების დროს პირველად გამოიყენა უკრაინული საზღვაო დრონები

აშშ-მა წვრთნების დროს უკრაინული საზღვაო დრონები გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

კერძოდ, ამერიკულმა სპეციალური დანიშნულების ძალებმა უკრაინული Magura საზღვაო დრონები ფილიპინებში წვრთნების დროს გამოიყენეს.

მედია აღნიშნავს, რომ აშშ-მა პირველად გამოცადა აღნიშნული დრონები და წვრთნების დროს საზღვაო დრონმა მწყობრიდან გამოსულ საზღვაო გემს დაარტყა და ჩაძირა.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები უპილოტო დრონებს ცდიან ინდოეთის და წყნარ ოკეანეებში დიდი გემების წინააღმდეგ საბრძოლველად იაფი გზის მოსაძებნად, მათ შორის ჩინეთისგან ტაივანის დავის პოტენციურ ოპერაციაში.

უკრაინული საზღვაო დრონების მიმართ ინტერესი ასევე, გაჩნდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ მათი წარმატებული გამოყენების გამო.

გამოცემასთან საუბარში, Magura დრონების მწარმოებელი კომპანიის თანადამფუძნებელმა, ოლეგ როგინსკიმ აღნიშნა, რომ საზღვაო დრონებმა დაახლოებით 10 რუსული სამხედრო გემი ჩაძირეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა