უკრაინის პრემიერი - გდანსკის კონფერენციაზე 10 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების 160 ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია სვირიდენკოს განცხადებით, გდანსკში გამართული კონფერენციის შედეგად 160 ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის საერთო ღირებულება 10 მილიარდ ევროს აჭარბებს.

„წელს ხელმოწერილი 160 ხელშეკრულება, რომელთა ღირებულება 10 მილიარდ ევროს აჭარბებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მთელი უკრაინული გუნდის ყოველდღიური მუშაობის შედეგია“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

სვირიდენკომ ასევე გამოაცხადა ძირითადი შედეგები, მათ შორის ევროკავშირის ახალი ფინანსური ინსტრუმენტის პირველი ტრანში - 3.2 მილიარდი ევრო, მსოფლიო ბანკთან შეთანხმების ფარგლებში 3.4 მილიარდი დოლარი, უკრაინის რეკონსტრუქციის ევროპული ფლაგმანური ფონდის ამოქმედება და Ukraine Transport Support Fund-ის შექმნა.

გარდა ამისა, მიაღწიეს შეთანხმებას საბინაო პროგრამებისთვის 140 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელი მოეწერა შეთანხმებას ფრონტის ხაზზე მდებარე რეგიონებში გზების აღდგენისა და დაცვის შესახებ, ასევე დამყარდა ახალი პარტნიორობა თავდაცვის მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორებში.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა: უკრაინასა და ევროპას აქვთ საერთო გზა, საერთო ღირებულებები და საერთო მომავალი“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

კონფერენცია უკრაინის აღდგენის საკითხებზე პოლონეთის ქალაქ გდანსკში გუშინ გაიხსნა. უკრაინის დელეგაციას პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში არ ჩასულა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე