ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, მაშველები ნანგრევებში ადამიანების ძებნას განაგრძობენ

ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილების ძებნას განაგრძობენ. კარაკასსა და მიმდებარე ქალაქ ლა გუაირაში ისმის ადამიანების ხმები, რომლებიც დანგრეული შენობების ნანგრევებიდან დახმარებას ითხოვენ.

შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. ბევრი ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი ან დაზიანებულ, სახიფათო შენობებში დარჩენის ეშინიათ და კატასტროფის შემდეგ ღამეს ქუჩებში ათენებენ.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა