მარკ რუტე - რუსეთი ჩვენს ამჟამინდელ და გრძელვადიან საფრთხედ რჩება

რუსეთი ჩვენს ამჟამინდელ და გრძელვადიან საფრთხედ რჩება. ის თავისი ბიუჯეტის 40%-ს თავდაცვაში ინვესტირებას ახდენს და სამხედრო აღჭურვილობას 24 საათის განმავლობაში აწარმოებს, - ამის შესხებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი სწრაფად სწავლობს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომიდან.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღნდეგ ომის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, უკრაინა არა მხოლოდ მტკიცედ დგას, არამედ ყველას ახსენებს პრინციპების ძალას.

„უკრაინა არა მხოლოდ მტკიცედ დგას, არამედ ყველას გვახსენებს პრინციპების ძალას, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ღირს - ყველანაირი სირთულის მიუხედავად“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ნატო-ს ანკარაში დაგეგმილ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

“პრეზიდენტი ზელენსკი ანკარაში შემოგვიერთდება და მას და ყველა უკრაინელს ვაჩვენებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია, პრეზიდენტ პუტინს კი შევახსენებთ, რომ არსად მივდივართ“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ნატო სწავლობს მნიშვნელოვან გაკვეთილებს უკრაინელების საბრძოლო გამოცდილებიდან, განსაკუთრებით დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით.

„ეს არის საფრთხე, რომლის წინაშეც ყველანი ვდგავართ და აქ არავის აქვს უკრაინაზე უკეთესი გამოცდილება. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას. ჩვენი უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია. უკრაინამ აჩვენა, რომ რუსეთის აგრესია მას ვერ შეაკავებს“, - აღნიშნა რუტემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე