რუსეთმა თევზეულის იმპორტი ყველა სომხური საწარმოდან შეაჩერა

რუსეთმა სომხეთიდან თევზის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვები გააფართოვა და კიდევ ორი სომხური კომპანიის პროდუქციის სერტიფიცირება დროებით შეაჩერა იქამდე, ვიდრე ისინი ადრე გამოვლენილ დარღვევებს არ გამოასწორებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „როსსელხოზნადზორზე“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახური) დაყრდნობით ავრცელებს.

ეს ნიშნავს, რომ სომხეთიდან რუსეთში ყველანაირი თევზეულის მიწოდება შეჩერებულია.

უწყებაში განმარტავენ, რომ „როსსელხოზნადზორმა“ ადრე სომხურ მხარეს ყველა თევზის პროდუქტის სერტიფიცირების დროებით შეჩერება მოსთხოვა, გარდა შემოწმებაში უშუალოდ ჩართული კომპანიებისა - შპს „მფ ექსპორტი“ და შპს „ინვესტ პლუსი“. ამ კომპანიებისთვის კი მკაცრი ლაბორატორიული მონიტორინგის რეჟიმი შემოიღეს.

„შემდგომში, მასალების ანალიზის შემდეგ, მომზადდა წინასწარი ანგარიში და მიღებულია გადაწყვეტილება ამ კომპანიების პროდუქციის სერტიფიცირების დროებით შეჩერების შესახებ, სანამ გამოვლენილი დარღვევები არ გამოსწორდება და საჭირო დამადასტურებელ მასალებს არ წარმოადგენენ“, - აცხადებენ „როსსელხოზნადზორში“.

მათი მტკიცებით, უწყება სომხურ მხარესთან თანამშრომლობს რუსეთის ბაზარზე გასატანი თევზისა და თევზის პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა