საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პოეტ დათო მაღრაძის ტექსტების ინგუშური და ინგლისური თარგმანების პრეზენტაციას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პოეტ დათო მაღრაძის ტექსტების ინგუშური და ინგლისური თარგმანების პრეზენტაციას უმასპინძლა.

კერძოდ, ინგლისურ ენაზე გამოიცა „ჰამლეტის სარკე“, ინგუშურ ენაზე - „ბარაქიანი მიწა“.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, აუდიტორიის წინაშე წარსდგა თავად ავტორი. დავით მაღრაძემ ისაუბრა თავის შემოქმედებასა და ახლახან გამოცემულ თარგმანებზე. პოეტმა წაიკითხა ლექსები და ამონარიდები წიგნებიდან.

ღონისძიების სტუმრებს მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

„დათო მაღრაძის პოეზია თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა. მისი შემოქმედება აერთიანებს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნულ იდენტობას, ადამიანის შინაგან სამყაროსა და უნივერსალურ ჰუმანისტურ ღირებულებებს. სწორედ ამიტომ მისი პოეზია გასაგები და ახლობელია არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის, არამედ ნებისმიერი ერის წარმომადგენლისთვის, რომელიც სიტყვაში სულიერ სიმართლეს ეძებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში მიმდინარეობს დათო მაღრაძის პოეზიის თარგმნა კავკასიის ხალხთა ენებზე. აფხაზური, ოსური და ჩერქეზული გამოცემების შემდეგ დღეს ჩვენ ვზეიმობთ ინგუშური თარგმანის გამოცემას. ეს პროცესი მხოლოდ ლიტერატურული მოვლენა არ არის; იგი კულტურული თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი მაგალითია.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გამოვხატო მთარგმნელის, ქალბატონი ზეინაპ ალბოგაჩიევას მიმართ. მთარგმნელის შრომა ხშირად უხილავია, თუმცა სწორედ მისი ძალისხმევით იწყებს ტექსტი ახალ ცხოვრებას სხვა ენაზე. პოეზიის თარგმნა განსაკუთრებით რთული ხელოვნებაა, რადგან საჭიროა არა მხოლოდ სიტყვის, არამედ რიტმის, ემოციის, მეტაფორისა და ავტორის შინაგანი სამყაროს გადატანა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამავე დროს დიდი კულტურული მისია”,- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა