შიიტი მუსლიმები აშურას აღნიშნავენ

შიიტი მუსლიმები აშურას აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით სამგლოვიარო მსვლელობები და შეკრებები ეწყობა.

„დღეს დასრულდა შიიტი მუსლიმების მიერ აშურას აღნიშვნის 10 დღიანი გლოვა, სადაც იხსენებენ 680 წელს (ჰიჯრის 61 წელი) ტრაგიკულად დაღუპულ იმამ ჰუსეინ იბნ ალის (მეოთხე ხალიფა ალის შვილი, წინასწარმეტყველ მუაჰამადის შვილიშვილი).

ამასთან დაკავშირებით ეწყობა იმამ ჰუსეინის გარდაცვალების გამო დატირებები და სამგლოვიარო მსვლელობები, ხდება შეკრებები, სადაც კითხულობენ ამბებს ჰუსეინისა და მისი ახლობლების ტანჯვა-წამების შესახებ, კითხულობენ მათი სულის მოსახსენიებელ ლოცვებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა