თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, 1 ივლისს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026 გაიმართება. კონფერენცია ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ინოვაციების სფეროს წამყვან წარმომადგენლებს გააერთიანებს. ღონისძიება წელს უკვე მეშვიდედ ტარდება და 1000-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლებს.

Change Inspire 2026 რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექნოლოგიურ პლატფორმად არის ჩამოყალიბებული. კონფერენცია ყოველწლიურად აერთიანებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს, ბიზნესის ლიდერებს, ინოვატორებსა და ტექნოლოგიურ პროფესიონალებს, ქმნის ცოდნის გაზიარების, პროფესიული განვითარების და ახალი პარტნიორობების შესაძლებლობებს.

თიბისი, როგორც ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობს. სცენაზე წარდგებიან თიბისი ტექის პროფესიონალები, რომლებიც კონფერენციაზე შეკრებილ 1000-ზე მეტ მონაწილეს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ასევე იმას, თუ როგორ ჯერათ და ქმნიან ინოვაციას თიბისიში.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის თიბისის ტექნოლოგიების მმართველობისა და პროცესების მართვის განყოფილების უფროსი გიორგი ვარამიშვილი.

„თიბისიში გვჯერა, რომ ინოვაციას ძლიერი ტექნოლოგიური გუნდები ქმნიან. სწორედ ამ მიდგომამ მოგვიტანა აღიარება, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ინოვაციურ ბანკს. Change Inspire-ის მსგავსი კონფერენციები გვაძლევს შესაძლებლობას, გავცვალოთ გამოცდილება გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებთან, გავაძლიეროთ ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემა და იდეები რეალურ ცვლილებებად ვაქციოთ“- გიორგი ვარამიშვილი.

კონფერენციის მთავარ სცენაზე თიბისი ტექის ლიდერებიც წარდგებიან. შოთა იორამაშვილი ისაუბრებს ორგანიზაციაში GitHub Copilot-ის წარმატებული დანერგვის გამოცდილებაზე, ჯუბო ფალელაშვილი — მსხვილ ორგანიზაციებში AI-ის ეფექტიანი მართვის პრაქტიკებზე, ხოლო ნიკა ჟორდანია მონაწილეებს გააცნობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტესტირების ინოვაციურ მიდგომას — Memory-Driven AI Test Automation-ს.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა „Big Tech. Global Legends. One Future.“ ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს, მათ შორის NVIDIA-ს, Google-ის, Amazon-ის, Microsoft-ის, Google Cloud-ისა და AWS-ის ექსპერტებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების უახლეს ტენდენციებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ დამსწრეებს.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა