ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია

იგივე ხელწერა და ხასიათი, თუმცა სრულიად განსხვავებული მოდელები Lexus-ისგან, რომლებიც ინარჩუნებს ბრენდის იდენტობას და ამავდროულად, ელექტრომობილების ბაზარზე ახალ სტანდარტს ქმნის. 2026 წელს იაპონურმა გიგანტმა წარადგინა განახლებული ელექტრომობილები, რომლებიც მოწინავე საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტებით გამოირჩევა.

RZ 350e FWD და RZ 500e AWD მოდელები განახლდა ინოვაციური სისტემებით, რაც ახალი სიტყვაა წარმადობის, მართვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ელექტრომობილები აღიჭურვა ახალი ლითიუმ-იონური ელემენტითა და გაუმჯობესებული eAxle ელექტროძრავებით, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მათი ენერგოეფექტურობა და დინამიკა.

  • RZ 350e FWD-ის შემთხვევაში, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილი დაახლოებით 568 კილომეტრამდე გაიზარდა, ძრავის სიმძლავრე კი - 350e 224 ცხენის ძალამდე.
  • სრულამძრავიანი ვერსიის (RZ 500e AWD) კომბინირებული სიმძლავრე 380 ცხენის ძალამდე გაიზარდა, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო - 4.4 წამამდე შემცირდა;
  • ორივე ელექტრომობილის შემთხვევაში განახლდა DIRECT4 სისტემა, რომელიც კიდევ უფრო აუმჯობესებს მართვის დინამიკასა და სტაბილურობას;
  • ორივე მოდელი აღიჭურვა დამუხტვის გაუმჯობესებული შესაძლებლობებით. მათ შორის, ელემენტის წინასწარ გათბობის სისტემითა და 11-კილოვატიანი AC დამტენით, რაც სახლის პირობებში სრულად დამუხტვის დროს საგრძნობლად ამცირებს. სწრაფი დამუხტვის შემთხვევაში კი ორივე მოდელის ელემენტი 10%-დან 80%-მდე დაახლოებით 30 წუთში ივსება.

განახლებული Lexus RZ ხაზი ბრენდის განვითარების სრულიად ახალი ეტაპია, რომელიც ასახავს როგორც Lexus-ის ფილოსოფიას, ასევე ელექტრომობილების ინდუსტრიის მომავალს - მომხმარებლებს შესთავაზოს კიდევ უფრო გამძლე, უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური მოდელები.

Lexus-ი ქმნის უნიკალურ გამოცდილებას, რადგან ელექტროძრავზე გადასვლა მძღოლისთვის იქნება არა უბრალოდ ტექნოლოგიური სიახლე, არამედ სრულიად ახალი ემოციური კავშირი ავტომობილთან, რომლის ავთენტურ ხელწერასა და მართვის საოცარ ინტუიციურობას პირველივე წუთებიდან იგრძნობს. ელექტრომობილი „ჭკვიანი“ სისტემის მეშვეობით „აღიქვამს“ მძღოლის ყოველ მანევრს და მგზავრობას კიდევ უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის.

RZ 350e FWD და RZ 500e AWD მოდელები - უფრო მძლავრი, გამძლე ელექტრომობილები კომპრომისების გარეშე

Lexus RZ 350e FWD - თუ ქალაქში გადაადგილებისთვის პრემიუმ კლასის ელექტრომობილს ეძებთ, ეს მოდელი სწორედ თქვენთვისაა. RZ 350e FWD ერთძრავიანი, წინა წამყვანი ელექტრომობილია, რომელიც გამოირჩევა გაუმჯობესებული ელემენტითა და ერთი დამუხტვის შემდეგ გაზრდილი სავალი მანძილით. მოდელი არის ყველაზე ოპტიმალური არჩევანი მათთვის, ვისაც სურს Lexus-ის კომფორტი, კლასი და ხარისხი, შედარებით ხელმისაწვდომ ფასად.

Lexus RZ 500e AWD მაღალი წარმადობითა და განახლებული, DIRECT4 AWD სისტემით, რომელიც უკეთეს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს, სწორედ მათთვისაა, ვისაც ავტომობილის სპორტული ხასიათი, დინამიკურობა და სტაბილურობა იზიდავს.

განახლებული DIRECT4 AWD სისტემა მკვეთრ მოსახვევებში უბადლოდ მანევრირებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს; ორძრავიანი კონფიგურაცია კი ავტომობილს მატებს სიმძლავრეს და ამცირებს ძარის რხევას აჩქარებისა და დამუხრუჭების დროს, რაც მგზავრობას მაქსიმალურად სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის.

ამასთან თუ ეძებთ ელექტრომობილს, რომლითაც ნებისმიერ სეზონზე თავდაჯერებულად გადაადგილდებით, RZ 500e AWD მოდელი მართლაც გონივრული არჩევანია. ის უსაფრთხოდ მანევრირებს როგორც სველ ან მოყინულ ასფალტზე, ასევე არაურბანულ პირობებში, რთულ რელიეფზე.

Lexus RZ 350e FWD და RZ 500e AWD მოდელები ბრენდმა საერთაშორისო ბაზარზე პირველად 2025 წელს წარადგინა. გასულ წელს, გლობალურ პრეზენტაციასა და ტესტ დრაივში, რომელიც პორტუგალიაში გაიმართა, ქართული მედიის წარმომადგენლები, კონტენტ კრეატორები და სხვადასხვა სფეროს აღიარებული პროფესიონალებიც მონაწილეობდნენ. სტუმრები ტოიოტა კავკასიის კოორდინირებით გახდნენ ღონისძიების მონაწილეები და თავად გამოცადეს Lexus-ის მაღალი კლასის ელექტრომობილების კომფორტი, სიმძლავრე და უსაფრთხოება. განახლებულ, 2026 წლის მოდელებში აღნიშნული კომპონენტები კიდევ უფრო მაღალ დონეზეა აყვანილი.

ელექტრომობილები ხელმისაწვდომია Lexus Tbilisi-ს შოურუმში. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გთავაზობთ, დაჯავშნოთ ტესტ დრაივი და თავად მიიღოთ ინოვაციური ელექტრომობილის მართვის გამოცდილება.

Lexus RZ მოდელების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ან ტესტ დრაივის დასაჯავშნად მიჰყევით ბმულს.

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე