ლაშა ფარულავა - კობახიძემ თქვა, რომ ფასებში 86%-იანი კორუფციული დანამატია, ეს კი  განსაკუთრებით აისახება საწვავის ფასზე - მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას, ფასების შემცირებას და კორუფციული დანამატის სრულად ამოღებას

მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას, საწვავის ფასების შემცირებას და ფასებიდან კორუფციული დანამატის სრულად ამოღებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართული ბაზარი რუსეთზე დამოკიდებული გახდა და ფასები საგრძნობლად გაიზარდა. „საქართველო რუსული გავლენებისა და ინტერესების ცენტრად იქცა.

„ქვეყნის ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ნავთობპროდუქტების ბაზარი რუსეთზე დამოკიდებული გახდა. მიუხედავად ამისა, ფასები არათუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა. როგორც თავად ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ფასებში 86%-იანი კორუფციული დანამატია. ეს განსაკუთრებით აისახება საწვავის ფასზე, რომელიც თითქმის ყველა პროდუქტისა და მომსახურების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამიტომ, მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას, საწვავის ფასების შემცირებას და ფასებიდან კორუფციული წილის, კორუფციული დანამატის სრულად ამოღებას“,-განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გარდა ამისა, ლაშა ფარულავამ ისაუბრა ოპოზიციონერ პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნაა, ხოშტარიას სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს და პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

„მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის შესაძლებლობა. ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება. ამის უზრუნველსაყოფად და ყველაზე ეფექტიან გზად მიგვაჩნია მისი გათავისუფლება“,-განაცხადა ფარულავამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა