გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის იუსტიციის მინისტრი სტეფანი ჰუბიგი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტეფან ჰუბიგი დღეს უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებებს გამართავს და მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში.

სტეფანი ჰუბიგის თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში კანონის უზენაესობა იქნება.

„მე და ჩემი კოლეგა ხელს მოვაწერთ სამუშაო პროგრამას, რომელიც განსაზღვრავს უკრაინის შემდგომი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის სფეროებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში“, - განაცხადა მან.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოების დამოუკიდებელი მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას.

„მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს სამუშაო გასული წლიდან გაცილებით ეფექტურია. და ვფიქრობ, უკრაინა გააგრძელებს ამ გზას“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გერმანიას უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია აქვს, რომელიც მომავალშიც უცვლელი დარჩება. ამასთან, გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა იბრძვის რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, ასევე ევროპის თავისუფლებისთვისაც.

სტეფანი ჰუბიგის თქმით, ბერლინი მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გზაზე, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა