გიგა ფარულავა - პრემიერ-მინისტრის ანგარიში არის ფასადური, ძალიან ბევრი ტყუილია, როგორც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ასევე, ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით

პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატის, გიგა ფარულავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მის გუნდს კითხვები ექნება როგორც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის დაწყებამდე განაცხადა.

ფარულავას თქმით, პრემიერის ანგარიში არის ფასადური და მასში არის ძალიან ბევრი ტყუილი.

“პროცესი ჯერ წინ გვაქვს, შესაბამისად, არა მხოლოდ მძიმე ანექსიის ფაქტთან დაკავშირებით გვექნება კითხვები, არამედ კითხვები გვექნება საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტთან მიმართებით დაკავშირებული მეტად მნიშვნელოვან თემებზე. შესაბამისად, დაველოდოთ პრემიერის კითხვებს და უკვე შედეგები შეგვიძლია შევაჯამოთ.

ბუნებრივია, ჩვენ გავეცანით მის ანგარიშს. ანგარიში არის ფასადური, ძალიან ბევრი ტყუილია - როგორც საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ, ბუნებრივია, ყველა მიმართულებით გვექნება შეფასებები და კითხვები. შესაბამისად, დაველოდოთ დღის ბოლომდე პროცესის დასრულებას და შეგიძლიათ თქვენც, საზოგადოებამაც შეაფასოს ეს პროცესი. კითხვები, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით გვექნება”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის. ამით საგაზაფხულო სესია დაიხურება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა