საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, იმიტირებული გამოცდის მიზანი აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შეთავაზება და მათთვის თავიანთი ცოდნისა და უნარების შეფასების შესაძლებლობის მიცემაა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მონაწილეებს მათემატიკის იმიტირებული ტესტები შესთავაზეს, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული საგამოცდო ტესტების ნიმუშების მიხედვით მომზადდა. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, იმიტირებული გამოცდა სრულად შეესაბამებოდა ეროვნული გამოცდების ფორმატს და პროცედურებს, რაც აბიტურიენტებს დაეხმარა როგორც საგამოცდო გარემოსთან ადაპტაციაში, ისე დროის მართვისა და ტესტზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.

„მოხარული ვართ, რომ მათემატიკის იმიტირებულ ეროვნულ გამოცდაში 220 აბიტურიენტი ჩაერთო. მსგავსი ფორმატის გამოცდებს უკვე მესამე წელია ვატარებთ. იმიტირებული გამოცდები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ საკუთარი ცოდნა რეალურ საგამოცდო გარემოში შეამოწმონ, უკეთ შეაფასონ საკუთარი მზადყოფნა და მიიღონ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული ეროვნული გამოცდების რეალურ გარემოსთან. სწორედ ამიტომ, ტესტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ნიმუშების საფუძველზე მომზადდა, ხოლო გამოცდა სპეციალურად ორგანიზებულ საუნივერსიტეტო საგამოცდო სივრცეში ჩატარდა.

მათემატიკა ერთ-ერთი ფუნდამენტური დისციპლინაა როგორც საინჟინრო, ისე ტექნოლოგიური მიმართულებებისთვის. გვინდა მომავალ სტუდენტებს დავეხმაროთ არა მხოლოდ გამოცდებისთვის მზადებაში, არამედ იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც მათ შემდგომ პროფესიულ საქმიანობაშიც გამოადგებათ.

მადლობას ვუხდი საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრს, ფაკულტეტის თანამშრომლებსა და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევით ინსტიტუტს, სადაც იმიტირებული საგამოცდო ტესტები შეადგინეს და დაამუშავეს. დარწმუნებული ვართ, მიღებული გამოცდილება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, იმიტირებული გამოცდები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს ობიექტურად შეაფასონ ძლიერი და სუსტი მხარეები, განსაზღვრონ დამატებითი მუშაობის საჭირო მიმართულებები და ეროვნული გამოცდების ეტაპს უფრო მომზადებული შეხვდნენ. როგორც პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია აცხადებს, კვლევითი ინსტიტუტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მათემატიკით დაინტერესება, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ქვეყნის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების მომავალი.

„მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდების ჩატარება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც თვითშეფასების უნარის განვითარებას, ისე საგამოცდო პროცესის ეფექტიან დაგეგმვას. იმიტირებულ გამოცდაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არა მხოლოდ ფორმალურ შესაბამისობას, არამედ იმასაც, რომ ტესტები ორიენტირებული ყოფილიყო ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასებაზე.

მათემატიკა არის უნივერსალური ენა, რომლის საშუალებითაც ადამიანი სწავლობს კანონზომიერებების აღმოჩენას, რთული პროცესების ანალიზსა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას. მათემატიკური აზროვნება აყალიბებს ლოგიკურობას, სიზუსტეს, არგუმენტირების კულტურასა და ინტელექტუალურ დისციპლინას, რაც აუცილებელია როგორც საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში, ისე ეკონომიკაში, მედიცინაში, სოციალურ მეცნიერებებსა და თანამედროვე კვლევით საქმიანობაში.

დღეს, როდესაც მსოფლიო სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მეცნიერების, კიბერუსაფრთხოების, ციფრული ტექნოლოგიებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით, მათემატიკის როლი კიდევ უფრო მზარდია. პრაქტიკულად შეუძლებელია ამ სფეროებში კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება მათემატიკური საფუძვლების გარეშე. სწორედ ამიტომ, მათემატიკის სწავლება უნდა განვიხილოთ არა როგორც გამოცდის ჩაბარების საშუალება, არამედ როგორც მომავალი პროფესიული და სამეცნიერო წარმატების საფუძველი.

მოხარული ვართ, რომ უკვე მესამე წელია შესაძლებლობა გვაქვს წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში“, - აცხადებს ვახტანგ კვარაცხელია.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე