მედია - უკრაინამ რუსეთსა და ყირიმს 660 დრონით შეუტია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით თავდასხმები განახორციელეს მოსკოვზე, ოკუპირებულ ყირიმსა და ტულის ოლქზე.

მედია საშუალებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ორიოლის, კალუგის, ლიპეცკის, როსტოვის, ვორონეჟის, ტულის, რიაზანის, ასტრახანისა და მოსკოვის ოლქებში, დედაქალაქ მოსკოვში, ასევე ანექსირებულ ყირიმში, შავი და აზოვის ზღვების თავზე 660 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„ტელეგრამ“ არხ Astra-ს ცნობით, ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკში, ქიმიურ ქარხანა „აზოტზე“ ღამით დრონებით თავდასხმა განხორციელდა. გამოცემა ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა. „აზოტის“ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქარხანა ამიაკისა და აზოტოვანი სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია რუსეთში.

ტულის ოლქის გუბერნატორმა დიმიტრი მილაევმა განაცხადა, რომ მის რეგიონში დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, შჩეკინოს რაიონის დასახლებულ პუნქტში კერძო სახლი დაზიანდა და ქალი დაშავდა. გარდა ამისა, მისი თქმით, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სამრეწველო ობიექტი ნოვომოსკოვსკში. გუბერნატორის მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოლქში 157 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

დრონებით შეტევა განხორციელდა დედაქალაქ მოსკოვზეც, რის გამოც დომოდედოვოს, ვნუკოვოს და შერემეტიევოს აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა. ვრცელდება ინფორმაცია ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმების შესახებაც. ადგილობრივი მაცხოვრებლები იუწყებიან, რომ შეტევა განხორციელდა ქერჩზე. NASA-ს FIRMS სერვისმა Pantsir S-1 საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების ტერიტორიასა და აეროდრომზე ხანძარი დააფიქსირა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე