შალვა პაპუაშვილი - 1995 წლის 25 აგვისტოს დაგეგმილი იყო კონსტიტუციის ხელმოწერა, თუმცა სახელმწიფოს მეთაურზე ტერაქტი მოხდა, მაშინაც გარე ძალების ჩარევითა და შიგნით ხელების ფათურით - ამ გაკვეთილებით მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება!

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს, 25 აგვისტოს დაგეგმილი იყო კონსტიტუციის ხელმოწერა, თუმცა სახელმწიფოს მეთაურზე ტერაქტი მოხდა - მაშინაც გარე ძალების ჩარევით, შიგნით ხელების ფათურითა და გარედან ადამიანების ქვეყნის შიგნით დაპირისპირების წაქეზებით მოხდა ტერაქტი და კონსტიტუციის ხელმოწერა გადაიდო - ბევრ რამეს შეგვახსენებს ჩვენი კონსტიტუცია და სწორედ ამ გაკვეთილებზე დაყრდნობით მოქმედებს დღეს ჩვენი ხელისუფლება! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

საქართველოს კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას ისაუბრა.

“დღეს მაგიდაზე რამდენიმე გამოცემა დაგხვდათ. გარეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზის შესასვლელთან გამოფენილია 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი, რომელზეც არის მაშინდელი პარლამენტის ყველა წევრისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრების ხელმოწერა.

ორიგინალი სახელმწიფო არქივში ინახება. ჩვენ არქივს ვთხოვეთ და ამ ორიგინალის ზუსტი ასლი გავაკეთეთ, სადაც ყველაფერი - ყდის ფერიდან დაწყებული, ქაღალდი და ასე შემდეგ, ორიგინალის ზუსტი ასლია. ის დაგირიგდათ თქვენ და ჩვენს სტუმრებს.

საქართველოს კონსტიტუცია ბევრ რამეს შეგვახსენებს - უპირველეს ყოვლისა შეგვახსენებს თავის შინაარსს. დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია კონსტიტუცია, რომელშიც აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში. ამ განსაკუთრებული როლის აღნიშვნას მოჰყვა 2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის ხელმოწერა. კონკორდატის ასლიც გამოვეცით და დაგირიგდათ.

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს, 25 აგვისტოს დაგეგმილი იყო კონსტიტუციის ხელმოწერა, თუმცა სახელმწიფოს მეთაურზე ტერაქტი მოხდა - მაშინაც გარე ძალების ჩარევით, შიგნით ხელების ფათურითა და გარედან ადამიანების ქვეყნის შიგნით დაპირისპირების წაქეზებით ტერაქტი მოხდა და კონსტიტუციის ხელმოწერა გადაიდო.

შემდეგ 1995 წლის 17 ოქტომბერს პარლამენტის ამ დარბაზში ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. გარეთ, კონსტიტუციის ორიგინალთან ერთად, ასევე იხილავთ იმ ღონისძიების კადრებს, როცა კონსტიტუციის ხელმოწერა მოხდა.

ბევრ რამეს შეგვახსენებს ჩვენი კონსტიტუცია - არა მხოლოდ მისი შინაარსი, არამედ მისი მიღების ისტორია. სწორედ ამ გაკვეთილებზე დაყრდნობით მოქმედებს დღეს ჩვენი ხელისუფლება, რომ არ დავუშვათ გარედან ქვეყნის შიგნით დაპირისპირება, არ დავუშვათ ეკლესიის მიმართ არასათანადო დამოკიდებულებები. ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში, ჩვენს სახელმწიფოებრიობას აძლიერებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებას უსმენენ.

პარლამენტში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების პირველი პირები, ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები, თბილისის მერი. პარლამენტში მივიდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და სასულიერო პირები.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე